წესები და პირობები
ბოლო განახლება: 2026 აპრილი
aimenu.ge-ს გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მათ სერვისის გამოყენებამდე.
ზოგადი პირობები
მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმებას მომხმარებელსა და შპს „ტელოსი“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 405735879) შორის.
პლატფორმის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო და ეთანხმება მოცემულ პირობებს.
სერვისის აღწერა
aimenu.ge წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოძებნონ და დაჯავშნონ მაგიდა რესტორნებში, დაათვალიერონ მენიუები და ფასები, განათავსონ წინასწარი შეკვეთები და გადახდები, და მიიღონ ჯავშნის დადასტურება ელ. ფოსტით ან SMS-ით.
პლატფორმა მოქმედებს როგორც ტექნოლოგიური შუამავალი მომხმარებელსა და პარტნიორ რესტორნებს შორის და არ იღებს პასუხისმგებლობას რესტორნის მიერ გაწეულ მომსახურებაზე.
მომხმარებლის ვალდებულებები
მომხმარებელი ვალდებულია ჯავშნის ან შეკვეთის რეგისტრაციისას წარმოადგინოს ზუსტი და განახლებული ინფორმაცია.
არასათანადო ან ბოროტად გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლოა შეუჩერდეს წვდომა სერვისზე.
შეკვეთის და გადახდის პირობები
ყველა მენიუს შეკვეთა საჭიროებს წინასწარ გადახდას. გადახდები ხდება დაცული პროვაიდერების (საქართველოს ბანკი, Flitt) მეშვეობით; პლატფორმა არ ინახავს ბარათის მონაცემებს.
მომხმარებლის მიერ მენიუს შეკვეთისას, შეკვეთის თანხა დროებით იბლოკება გადახდის პროვაიდერის მიერ და ჩამოიჭრება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეკვეთა დადასტურდება, ან განიბლოკება, თუ ჯავშანი არ დადასტურდება.
შეკვეთა ან ჯავშანი ჩაითვლება დადასტურებულად იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმაზე გამოჩნდება ჯავშნის საბოლოო გვერდი შესაბამისი სტატუსით, ან მომხმარებელი მიიღებს ოფიციალურ შეტყობინებას შეკვეთის დადასტურების შესახებ.
ჯავშნის გაუქმება და ანაზღაურება
ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ პლატფორმის საშუალებით შემდეგი პირობებით:
• რეზერვაციის დრომდე 24 საათით ადრე გაუქმებისას დაბრუნდება გადახდილი თანხის 95%.
• რეზერვაციის დრომდე 4 საათით ადრე გაუქმებისას დაბრუნდება გადახდილი თანხის 80%.
• რეზერვაციის დრომდე 4 საათზე ნაკლებ პერიოდში გაუქმებისას თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.
ჯავშნის გაუქმების თარიღად და დროდ ჩაითვლება ის მომენტი, როდესაც მომხმარებელი ჯავშნის გაუქმების თაობაზე პლატფორმას ოფიციალურად დაუკავშირდება.
მომხმარებელი ეთანხმება, რომ რეზერვაციის დრომდე 4 საათზე ნაკლებ პერიოდში გაუქმებისას გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება, ადასტურებს, რომ ამ პირობაზე წინასწარ აქვს ინფორმაცია და არ გააჩნია პრეტენზია თანხის არ დაბრუნებასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რესტორნის მიერ არ განხორციელდება მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ. პლატფორმა წარმოადგენს მხოლოდ ტექნოლოგიურ შუამავალს და არ აგებს პასუხს რესტორნის მიერ მომსახურების გაწევაზე.
დამატებითი პირობები
ანაზღაურება განხორციელდება იმავე გადახდის საშუალებით, რაც გამოყენებული იყო ჯავშნისას.
პლატფორმა არ აგებს პასუხს იმ შემთხვევებში, როცა ჯავშნის გაუქმება ან გადახდის დაბრუნება ვერ განხორციელდა მომხმარებლის ბრალეულობით.
ჯავშნის გაუქმების თარიღი და დრო ითვლება სისტემაში დაფიქსირებული დროის შესაბამისად.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
პლატფორმა არ აგებს პასუხს მომსახურების ხარისხზე ან შესრულებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხარვეზი პლატფორმის ბრალეულობითაა გამოწვეული.
მომხმარებლის დაგვიანების ან არ მისვლის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება.
პერსონალური მონაცემების დაცვა
მომხმარებლის მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მონაცემები გამოიყენება მხოლოდ მომსახურების გაწევის, კომუნიკაციის და პლატფორმის გაუმჯობესების მიზნით.
მომხმარებელი ეთანხმება, რომ პლატფორმას შეუძლია გაუგზავნოს ინფორმაცია, რეკლამები და სპეციალური შეთავაზებები SMS-ის ან სხვა კომუნიკაციის არხების მეშვეობით.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფიდენციალობის პოლიტიკის გვერდზე.
სამართლებრივი რეგულირება
მოცემული პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, განიხილება საქართველოს შესაბამისი სასამართლოს მიერ.
საკონტაქტო ინფორმაცია
შპს „ტელოსი“ (Telos LLC)
იურიდიული მისამართი: ბაკოს ქუჩა №6, თბილისი, საქართველო
საიდენტიფიკაციო კოდი: 405735879
ელფოსტა: info@telos.ge